„რუსთავი 2"-მა საგამოძიებო გადაცემა „კვირის გამოძიება", რომელსაც აკაკი გოგიჩაიშვილი ამზადებდა, მოულოდნელად დახურა. ამის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2 -ის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ნეტგაზეთს" განუცხადა, მიზანშეწონილად ჩათვალა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და არ აპირებს მიზეზებზე საუბარს.
„ნეტგაზეთის" კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება არხის ფინანსურ მდგომარეობას, გვარამიამ უპასუხა: „მათ შორის ფინანსურ მდგომარეობასაც".
ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი, მისივე თქმით, მუშაობას ამავე არხის გადაცემა P.S -ში გააგრძელებს.