logo_geo
eng_logo
აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა „კვირის გამოძიება” დაიხურა!
- +

16 ნოემბერი. 2017. 00:25



„რუსთავი 2"-მა საგამოძიებო გადაცემა „კვირის გამოძიება", რომელსაც აკაკი გოგიჩაიშვილი ამზადებდა, მოულოდნელად დახურა. ამის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.


როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2 -ის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ნეტგაზეთს" განუცხადა,  მიზანშეწონილად ჩათვალა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და არ აპირებს მიზეზებზე საუბარს.


 „ნეტგაზეთის" კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება არხის ფინანსურ მდგომარეობას, გვარამიამ უპასუხა: „მათ შორის ფინანსურ მდგომარეობასაც".


ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი, მისივე თქმით, მუშაობას ამავე არხის  გადაცემა P.S -ში გააგრძელებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner