logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ამ ზაფხულს სიურპრიზი გვექნება, რითაც დადასტურდება, რომ რკინიგზა არის ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
- +

18 აპრილი. 2016. 17:01


„საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ მოლითში, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს მერვე გვირაბის გაყვანა დასრულდა, რაც „საქართველოს რკინიგზის" დაფინანსებით ხორციელდება.



მისივე თქმით, პროექტის მთავარი მიზანია, გაიზარდოს გამტარუნარიანობა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე.



აღნიშნული პროექტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის. ჩვენ პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრული გვაქვს 2019 წელი. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ გამტარუნარიანობის ზრდის გარდა, ჩვენ შევძლებთ, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ დრო შავზღვისპირეთის მიმართულებით და ეს დრო შემცირდება ერთი საათით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



კითხვაზე, თუ რა დანიშნულება მიეცემა იმ მონაკვეთებს, რომელთაც რკინიგზა უკვე აღარ გამოიყენებს, ბახტაძემ აღნიშნა, რომ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შესაბამის უწყებებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნული აქტივების ათვისებასთან დაკავშირებით.



რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებს რკინიგზა ევრობონდების გასტუმრებას, ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ჩვენი ბონდები უფრო მეტად მომგებიანია ინვესტორებისთვის".



რაც შეეხება ტვირთბრუნვის შემცირებას, როგორც ჩვენი შემოსულობების შემცირებამ არ გამოიწვია ფინანსური შესაძლებლობების შემცირება და პირიქით, ვვარაუდობთ, რომ 2016 წელს იქნება გარკვეული ტიპის შემცირება, მაგრამ 2014-2015 წელს მიღებულმა შემოსავლებმა მოგვცა იმის ფინანსური ბალიში", რომ ყველა პროექტი ვადებში მივიყვანოთ ბოლომდე. ამ ზაფხულს კიდევ ერთი სიურპრიზი გვექნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რკინიგზა არის ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner