logo_geo
eng_logo
კახეთში მომხდარ ინციდენტზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანს უფლებამოსილება შეუჩერდა!
- +

16 ნოემბერი. 2017. 00:58


 

„შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.


საქმე ეხება დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში ვერტმფრენიდან მოსწავლეებისთვის ტკბილეულის გადმოყრის ფაქტს.


„მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით, კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება" , - აცხადებენ შს სამინისტროში.


ცნობისათვის, კახეთის სკოლის დირექტორები დღევანდელი უცნაური ფაქტის გამო, გაკვირვებას ვერ მალავენ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.


გაურკვეველი სახელწოდების აქცია კახეთის სკოლებში სასწავლო პროცესის დროს, დიდ დასვენებაზე განხორციელდა.


მოსწავლეებმა ინფორმაცია სკოლის დირექტორებისგან შეიტყვეს და ისინი ვერტმფრენიდან „მორთმეულ" ტკბილეულს დიდ დასვენებაზე ელოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner