საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ გადაცემაში „ცენზურის გარეშე" დემოგრაფიულ კატასტროფაზე ისაუბრა. ზოიძეს თქმით, მათ დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ყველაფერი გააკეთეს.
„დემოგრაფიული პოლიტიკა თავისი არსით არის ანარეკლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ეს არის პოლიტიკების ერთობლიობა. ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარებით ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე რომ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა ზოიძემ.
ზოიძემ აღნიშნა, რომ სამი თუ ოთხი შვილის ყოლის გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ მატერიალურ მდგომარეობაზე დამოკიდებული.