თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კომენდანტის საათი დააწესა. არსებული ინფორმაციით, კომენდანტის საათი დიარბაქირის პროვინციის 12 სოფელშია დაწესებული და რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.
„კომენდანტის საათი 16 ნოემბრის 06:00 საათიდან დაწესდა. ეს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სამართალწესრიგის უზრუნველსაყოფად კეთდება. არსებული ინფორმაციით, რეგიონში „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები იმყოფებიან. კომენდანტის საათის მოქმედების დასრულების დრო მოგვიანებით გამოცხადდება", - ნათქვამია სააგენტო „Dogan"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.