logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: მოწმის დაკითხვის ახალი წესი კიდევ მეტ გარანტიას შექმნის!
- +

21 თებერვალი. 2016. 01:17

 

 

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა, ახალი რეგულაციის მიხედვით მოწმეს მეტი არჩევანი აქვს თუ პირს დაკითხვაზე მისვლა საგამოძიებო უწყებაში არ სურს შეუძლია კითხვებს მოსამართლის წინაშე უპასუხოს, თუმცა წესი ყველა შემთხვევაში არ მოწმედება, არ ვრცელდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე.

 

 

მანანა კობახიძე თვლის,რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი და მოსამართლეთა მეტი ჩართულობა ამ პროცესში შეამცირებს პროცესუალურ დარღვევებს. 

 

 

„თუკი პირი უარს ამბობს მოწმის სახით დაკითხვაზე სამართალდამცავ ორგანოებში შესაძლებელია ის დაიკითხოს სასამართლოში, ანუ მოსამართლის თანამონაწილეობა, მოსამართლის ჩართულობა ამ პროცესში კიდევ მეტ გარანტიას შექმნის იმისთვის რომ რაიმე ტიპის პროცესუალური დარღვევა არ იყოს განხორციელებული მოწმეზე," - აცხადებს მანანა კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner