logo_geo
eng_logo
სანდრო კვიტაშვილი: სააკაშვილის თანაგუნდელი არ ვყოფილვარ
- +

18 აპრილი. 2016. 17:07


ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და ოპოზიციაში წავიდეს. ამ თემასთან დაკავშირებით  უკრაინის ჯანდაცვის ექს-მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.


კვიტაშვილის თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა თავად დატოვოს გუბერნატორის პოსტი და ოპოზიციაში გადაინაცვლოს. 


„სააკაშვილმა პოროშენკოსგან სახალხო ხელისუფლების ჩამოყალიბება მოითხოვა, თუმცა მისთვის პრეზიდენტს პასუხი ჯერ არ გაუცია",-ამბობს სანდრო კვიტაშვილი.

 

რაც შეეხება თავად კვიტაშვილის პოზიციას, იგი უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენას არ აპირებს.


„სააკაშვილის გუნდის წევრად კი არც თანამდებობაზე ყოფნისას აღმიქვამდნენ, მე მინისტრთა კაბინეტის წევრი ვიყავი და არა სააკაშვილის თანაგუნდელი", - აღნიშნა კვიტაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner