logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი მსჯელობს, საქართველოს ახალი შეთავაზება გაუკეთონ, არაფერი მსმენია
- +

18 აპრილი. 2016. 17:11


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, რომ არაფერი სმენია მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ შეთავაზებაზე მუშაობს.

 

 

ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის თემაზე საქართველოს საკითხი თურქეთისა და უკრაინის საკითხს მიებას.


 

გერმანული გამოცემა ძირითადად ეყრდნობა წყაროს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამგვარ მოსაზრებაზე, თითქოს  ევროკავშირი მსჯელობს, რომ კიდევ ახალი შეთავაზება გაუკეთონ საქართველოს, არაფერი მსმენია. გერმანული გამოცემის ინფორმაცია რჩება მხოლოდ ინფორმაციად, რომელსაც ყოველდღიურად ავრცელებენ გაზეთები", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.



ამასთან, მისივე თქმით, ყველაფერი გაირკვევა მიმდინარე კვირაში, როდესაც ბრიუსელში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა გაიმართება.


გერმანული გამოცემა „Die Welt am Sonntag"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის,  თურქეთისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, შეიტანოს პუნქტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner