ავტორი გიორგი მამაცაშვილი
უბედურება ისაა, რომ ზოგი დღესაც ვერ ხვდება, კილაძესთან ურთიერთობა (ნებისმიერი ფორმით!) რამდენად საზიანოა მათთვის. ამაში საზოგადოებაც არაერთხელ დარწმუნებულა, ჩვენივე კოლეგებზე (ათეულობით კოლეგას ვგულისხმობ!) რომ აღარაფერი ვთქვათ... დიახ!
ელისტრახოსთან ვირტუალური კონტაქტიც კი საზიანოა ადამიანებისთვის!
მით უფრო უარესია, თუ ვინმე ფინანსურად აძლიერებს და ხელს უწყობს ჩვენივე გინებაში და ცილისწამებით ლანძღვაში გაწაფულს! მინდა, მჯეროდეს ირმასი, როდესაც ცალსახად უარყოფს კილაძის დაფინანსებას, მაგრამ ელისტრახოს ყოველი ნაბიჯი და ქმედება (მათ შორის - „დესანტის გადასხმა" ბორჯომში) სწორედ „პატრიოტთა ალიანსის" საწინააღმდეგოდ მუშაობს. რას ვიზამთ... ასეთია ადამიანთა არჩევანი. ვერაფერს შევცვლით. ჩვენი მეგობრები ვიდარდოთ, ელისტრახოს ბინძურ ზრახვებს რომ ეწირებიან, თორემ ვის დაჰკარგვია, თავადაც ვერ გაურკვევია... არადა, ყველამ ვიცით - ელისო კილაძე ის სარკომაა, რომელსაც ვისგანაც ფულის სუმი ეცემა, იმის ბანაკში სადგურდება... ეს არახალია... დიახ, სწორედ ესაა უბედურება - რაც იმ ავადმყოფის ფაშისტურ სექტას დამართა, იგივე ელის სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც! ესაა მწარე სიმართლე და ეთერიდან ჩახსნა თუ მისი ფინანსურად გაძლიერების პირდაპირპროპორციული იქნებოდა, ყოფილიყო ისევ იმ ეთერში... ის რაღაცით მაინც „პრავდებოდა"... ასე რომ, როგორც გელა წერს, ზედელაშვილი - „ჩ ე მ ი მ ე გ ო ბ ა რ ი ირმა ინაშვილი უნდა გამოვიდეს და კონკრეტულად თქვას, რა კავშირი აქვს ელოის „პატრიოტთა ალიანსთან" და არა მხოლოდ უნდა თქვას - არამედ უნდა მოიკვეთოს! მსგავსი დაავადება ჰაერწვეთოვანი გზითაც გადადის და მხოლოდ მოკვეთა შველის სავარაუდო გაჯანსაღების პროცესს (აქაც მთავარია, გაირკვეს - მეტასტაზები როგორაა დაფესვიანებული). ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! სხვა დანარჩენი - ლირიკაა...
P.S. ხანდახან ცუდია ბევრის ცოდნა... (ესეც ისე - ლირიკით დაინტერესებულთათვის...)