ა
„გიორგი ბარათელი გამოდის ციხიდან", - ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიხარია?! ვწუხვარ, რომ აქამდე მეტი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ ვპირდები მასაც და მთელ საქართველოს, რომ მხოლოდ ტყვია გამაჩერებს. არადა, დრო ითხოვეს. ჯანდაბას, მომიგდია სულ ცოტა ხანიც. მერე სად წამიხვალ, კოლმეურნეობის თავმჯდომარევ, სად?! იმედი მაქვს, არ გგონია, რომ ყავლი გასდის, რის გამოქვეყნებასაც გიპირებ, შე პიტალო კლდევ!" - წერს შარაძე.
გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რუსუდან შარაძე კი მიიჩნევს, რომ ბარათელი უდანაშაულოა და ნამდვილი მკვლელი დღემდე დაუსჯელია.