logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: არამარტო ბარამიძე, სააკაშვილიც უნდა მიბრძანდეს მასთან ერთად ციხეში
- +

18 აპრილი. 2016. 17:43


„თუ გამოძიება ობიექტურად ჩატარდა, არამარტო ბარამიძე, სააკაშვილიც უნდა მიბრძანდეს ციხეში მასთან ერთად", - ამის შესახებ აფრასიძეების საქმეზე საუბრისას ემზარ კვიციანმა განაცხადა. როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა „რეპორტიორს" განუცხადა, მათი დაპატიმრება მათივე განცხადებების საფუძველზეა შესაძლებელი.


 

„არანაირად არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თავად თქვა სააკაშვილმა - მე გავეცი ბრძანებაო. ამ ყველაფრისთვის ეს ადამიანები უნდა მოხვდნენ იქ, სადაც საჭიროა. ამ ყველაფერზე მათ თავად ილაპარაკეს ტელევიზიით. ბრძანება, რომელიც მათ გასცეს, იყო უკანონო. ქვეყანაში, სადაც დახვრეტის მუხლი არ არსებობს, ამ დროს უვარდებიან ოჯახს და ხვრეტენ ადამიანებს ბავშვების თვალწინ. მტკიცდება, რომ აფრასიძე ცოცხალი იყო, მაგრამ მერე საკონტროლო გასროლით მოკლეს  მაშინ, როცა ამ ადამიანის დაჭერა შეეძლო ერთ კაცს. მაგრამ ეს არ გააკეთეს. ეს იყო ტერორის მაგალითი - ადამიანებს კლავენ იმისთვის, რომ სხვაც შეაშინონ. სოსო ჯაჭვლიანმა სწორად აღნიშნა, ადამიანების „დაჩმორებისთვის" აკეთებდით ამ ყველაფერსო.

 

 

ეკლესიას რომ დაესხნენ გლდანში,  ტერორი არ იყო?! მერე კოდორში რაც გააკეთეს, იგივე არ იყო?! ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა", - აცხადებს კვიციანი.

 


აფრასიძეების საქმე დღემდე არ არის დახურული. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გამოძიება ბოლოსკენ მიდის და მალე დასრულდება, გიორგი ბარამიძეზე კონკრეტული

ჩვენებებიც არსებობს და მას სავარაუდოდ დააპატიმრებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner