logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: პატივი მაქვს, ვემსახურო საქართველოს... მადლობა ყველას
- +

16 ნოემბერი. 2017. 16:11



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პატივი მქონდა, მემუშავა ჩვენს პოლიციელებთან... პატივი მქონდა, მემუშავა მესაზღვრეებთან, მფრინავებთან... პატივი მქონდა, მემუშავა საქართველოს მეხანძრე-მაშველებთან... პატივი მქონდა, მემუშავა იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში სხვებს ეხმარებიან, ზრუნავენ, უფრთხილდებიან... პატივი მქონდა, მემუშავა საუკეთესო ჟურნალისტებთან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პატივი მქონდა, მყოლოდა ყველაზე კარგი კოლეგები და თანამშრომლები...  პატივი მქონდა, მემუშავა გიორგი მღებრიშვილთან - რეფორმატორ, პროგრესულ, ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანთან და ღირსეულ პიროვნებასთან! პატივი მაქვს, ვემსახურო საქართველოს...

მადლობა ყველას.

 

P.S. ეს ჩემი ყოფილი სამუშაო ოთახის ყველაზე ნათელი, შემოქმედებითი მხარეა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩემეული სიმბოლო. ამაყი ვარ, რადგან ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია, სწორედ ამ იდეით იყო გაჯერებული... მიყვარხართ..." - წერს თეა პერტაია.


 

 

 

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner