logo_geo
eng_logo
შსს: „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირია დაკავებული
- +

16 ნოემბერი. 2017. 23:07



„თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირია დაკავებული, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.


უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


„თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. ისმოდა სროლის ხმა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მამაკაცი დააკავეს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე გასროლა განახორციელა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner