უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა ტელევიზიით გაბაშვილი საუბრობს კალაძეზე - „...ეს ადამიანი არის უფროსი და ხელმძღვანელი ე.წ. ზონდერების მიმართულების..."
მოკლედ, ჩემი შენ გითხარიო... კი მაგრამ, გაბაშვილო, 7 ნოემბერი და ყველა დანარჩენი აქციის დარბევებისას შენი და სხვა დანარჩენი ფაშისტი „ნაციონალის" აღტყინება დაგავიწყდა?!
რა, დაგავიწყდა, როგორ იდეოლოგიას ამკვიდრებდი და უჭერდი მხარს?!" - წერს ლილუაშვილი.