logo_geo
eng_logo
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ზუგდიდში
- +

17 ნოემბერი. 2017. 02:29


 

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოგზაურობს. ამდროისთვის სიწმინდე უკვე ზუგდიდში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წმინდა ნაწილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად დახვდა.


წმინდა ნაწილები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პარაკლისი აღავლინა.


20 ნოემბერს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სენაკისს და ჩხოროწყუს ეპარქიაში გადააბრძანებენ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner