Siemens-მა სამუშაო ადგილების შემცირების მასშტაბური გეგმის შესახებ განაცხადა. გერმანული კონცერნის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით სამსახურს კომპანიის 7000-მდე თანამშრომელი დაკარგავს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ამ რიცხვიდან თითქმის ნახევარი გერმანიაში დასაქმებულია. კონცერნი ქალაქ გიორლიცსა და ლაიფციგში 2 ქარხნის სრულად დახურვას გეგმავს, სადაც მთლიანობაში 920 ადამიანი მუშაობს. კიდევ ერთი ქარხანა, რომელიც ერფურტში მდებარეობს, გაიყიდება.