logo_geo
eng_logo
რაჭის ბუნებრივ მღვიმეებს შესაძლოა, ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს
- +

18 აპრილი. 2016. 17:56


რაჭაში არსებულ ბუნებრივ მღვიმეებს შესაძლოა, ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. მათ შორის საუბარია „მურადის მღვიმეზეც",  რომლის მთავარი დარბაზი 2014 წელს კლუბმა „თეთნულდმა" აღმოაჩინა.  


მღვიმეებს სპეციალისტები   მიმდინარე წელს შეისწავლიან. საბაზისო კვლევითი სამუშაოების  შემდეგ კი, მღვიმესთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს პარლამენტი განიხილავს.


იგეგმება რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნაც, რაც ეროვნული პარკის მოწყობას გულისხმობს.

 

 

შესაბამისი შესწავლის შემდეგ გადაწყდება, კონკრეულად რომელ მღვიმეებს  მიენიჭებათ  ბუნების ძეგლის სტატუსი. იმ შემთხვევაშითუ  რაჭაში დაცული ტერიტორიები შეიქმნება, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ტურიზმის განვითარებასა და მიმდებარედ მოსახლეობის სოციალურ-ეკონიმიკური დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს", - ამბობს „20/30"-თან საუბარში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მოისწრაფიშვილი.


რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნისა და სხვადახვა ობიექტებისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატორია დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტს  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ახორციელებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner