logo_geo
eng_logo
გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ბარათელი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს
- +

17 ნოემბერი. 2017. 13:56



გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ბარათელი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა, ბარათელმა სასჯელი მოიხადა და საპატიმროს დღეს დატოვებს.


სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროდან დღის განმავლობაში გათავისუფლდება.


გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავდაპირველად ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ბრალს არ აღიარებდა.


შარაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე წინა ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner