logo_geo
eng_logo
სენაკში ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება
- +

18 აპრილი. 2016. 18:54


სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4"  სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი  ქარხანა აშენდება - პროექტის დეტალები  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე განიხილეს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.  მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება. ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი ორიენტირებული  იქნება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ.


პრემიერთან შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელმა სხვა საინვესტიციო გეგმებზეც ისაუბრა. ბიზნესმენი ახლო მომავალში აპირებს ეთერზეთების გადამმუშავებელი  და ექსტრაქტების დამამზადებელი ქარხნების მშენებლობას.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სახელით, ბიზნესმენს მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner