logo_geo
eng_logo
სუსი: კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა
- +

17 ნოემბერი. 2017. 14:02



„სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტია", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.


უწყების ცნობით, აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა.


„გასულ თვეში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქარელის რაიონის სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტი დაფიქსირდა.

 

ჩვენი შეფასებით, ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტი, რომელიც თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამარტო ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

 

აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა ასევე გაზიარებულ იქნა ეუთო-ს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან", - აცხადებენ სუს-ში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner