მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. გაზეთ „პრაიმტაიმთან" კოტეს მეუღლე განო მელითაური მათ ურთიერთობებს იხსენებს.
„სიდონიას მეძახდა, - სიდონია, კისერი მოიღერეო, მეუბნებოდა. როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, ხელს სხვანაირად მკიდებდა, თითქოს „პაკლონზე" გამოვყავდი. სულ მეუბნებოდა. შენ ჩემს ხელისგულზე იქნები და სულ იტრიალებო. ვიხსენებ დილას, მის ხმას, ჩემს თავს, როგორ ვიყავი მის გვერდით, წელში გამართული", - ამბობს განო მელითაური.
განო თვლის, რომ რთული ხასიათი აქვს და კოტეც მას ჰგავდა ხასიათით. ყველაფერს კი იმ დიდი სიყვარულით ძლევდნენ, რაც მათ გააჩნდათ.
„ამ 9 წლის განმავლობაში არცერთხელ, არცერთი წამით არ მიგრძვნია იმედგაცრუება, როგორც ქალს და არც თავად მიმიცია ეჭვიანობის საბაბი. ჩვენი თამაშები გვქონდა, ვმაიმუნობდით, ვითომ ვაშავებდით რაღაცებს, სულ მომყვებოდა ამ თამაშებზე, რომ ლაღად ვყოფილიყავი, მეუბნებოდა - შენი სილაღე მაძლევს ძალასო", - იხსენებს განო მელითაური.