ანკარამ 15 აპრილიდან სავიზო რეჟიმი დააწესა რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომლებიც თურქეთში სამსახურებრივი პასპორტებით ჩადიან. შეზღუდვები ძირითადად შეეხება საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფო კორპორაციების თანამშრომლებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პასუხად მოსკოვმა ანალოგიური ზომები აამოქმედა.
როგორც მოსკოვში თურქეთის საელჩოს განცxaდებაშია აღნიშნული, ანკარას მიერ დაწესებული სავიზო რეჟიმი არ შეეხება თურქეთში დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მომუშავე პერსონალს და მათი ოჯახების წევრებს.
თებერვალში თურქეთმა სავიზო რეჟიმი რუსი ჟურნალისტებისთვის დააწესა.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გასული წლის 24 ნოემბერს დაიძაბა, როდესაც თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. პასუხად მოსკოვმა ანკარას წინააღმდეგ სანქციები დააწესა.