logo_geo
eng_logo
როგორი იქნება ქუთაისის გაორმაგებული აეროპორტი – ვიზუალები ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიისგან
- +

17 ნოემბერი. 2017. 21:53



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობას ახალი ნაწილი დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, 23 მილიონიანი პროექტი 6 თვეში უნდა დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტურულ კომპანიასთან კონტრაქტის დადებიდან 6 თვეში, ქუთაისის აეროპორტის მოცულობა გაორმაგდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წელს, აეროპორტში მგზავრთა რაოდენობის 86%-ით ზრდის შედეგია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, ქუთაისის აეროპორტი 124,826 მგზავრს მოემსახურა, 2017 წლის პირველ 7 თვეში კი - 232,775-ს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დამატებითი ნაწილის პროექტზე ჰოლანდიური არქიტექტურული დიზაინის სტუდია - UNStudio მუშაობს. წარმოგიდგენთ ამ ეტაპზე არსებულ რენდერებს:



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner