logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთში ავიაკატასტროფას სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
- +

17 ნოემბერი. 2017. 22:05



გაერთიანებულ სამეფოში ვერტმფრენი მსუბუქი ძრავის მქონე თვითმფრინავს შეეჯახა. კატასტროფა 17 ნოემბერს ქალაქ ეილსბერის მახლობლად, ბაკინგემშირის საგრაფოში, ცენტრალურ ინგლისში მოხდა.


კატასტროფის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ზოგიერთი გამოცემა 3 დაღუპულის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. გადარჩენილებს სახანძრო ბრიგადა ეძებს.


ორივე საჰაერო აპარატის ფრაგმენტები, ეილსბერის ტყესთან მდებარე როტშილდების საგვარეულო აგარაკს დაეცა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner