გაერთიანებულ სამეფოში ვერტმფრენი მსუბუქი ძრავის მქონე თვითმფრინავს შეეჯახა. კატასტროფა 17 ნოემბერს ქალაქ ეილსბერის მახლობლად, ბაკინგემშირის საგრაფოში, ცენტრალურ ინგლისში მოხდა.
კატასტროფის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ზოგიერთი გამოცემა 3 დაღუპულის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. გადარჩენილებს სახანძრო ბრიგადა ეძებს.
ორივე საჰაერო აპარატის ფრაგმენტები, ეილსბერის ტყესთან მდებარე როტშილდების საგვარეულო აგარაკს დაეცა.