დღეს, 17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N631-ე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
მოსარჩელე - თეიმურაზ ჯანაშიასა და გიული ალასანიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა - საკუთრების უფლება, დაცვის უფლებასთან მიმართებაში.
სადავო ნორმებს წარმოადგენდა პირის იმ ქონების დაყადაღების შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა, კავშირში არ იყოს დანაშაულის ჩადენასთან. სასამართლო კოლეგიის 4 წევრიდან საერთო გადაწყვეტილების მიღებისას ხმები გაიყო.