გამოცემა Aftonbladet სამართალდამცავებზე დაყრდნობთ იუწყება, რომ შვედეთში, სტოკჰოლმის ცენტრში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებებში პოლიციის 10 ავტომობილია ჩართული.
ქალაქის სტადიონზე ერთ-ერთი პირი დაჭრილი იპოვეს. მან პოლიციასთან კომუნიკაცია ვერ შეძლო.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან Porshe-ს მარკის ავტომობილით მიიმალა. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.