logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობაში ოპტიმალური გუნდია
- +

18 ნოემბერი. 2017. 00:28


თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ თბილისის მთავრობის მიდგომა სწორია, ოპოზიცია კი მხოლოდ პოლიტიკურ განრიგს მიჰყვება, რაც ნორმალურია. ყოფილმა ვიცე მერმა, დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატებები უსურვა.


„ვფიქრობ, თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობაში არის ოპტიმალური გუნდი და ძალიან მალე თბილისის მოსახლეობა ამ კუთხით შედეგს მალე იგრძნობს. ოპოზიციას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, გახდება კრიტიკის საგანი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ სახეზე გვაქვს საქმიანი მიდგომა. ოპტიმალურია შემადგენლობა", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner