logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: ჭონქაძე სხდომათა დარბაზში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ოპოზიციას ერთი შეკითხვითაც არ მიუმართავს!
- +

18 ნოემბერი. 2017. 01:02



საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პოლიტიკურ ფარსში ადანაშაულებს. ამის შესახებ ტალიაშვილმა  „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ისაუბრა.


 „კახი კალაძესთან შეხვედრის პრობლემა ოპოზიციას კი არა, თბილისის არც ერთ მოქალაქეს არ აქვს. ისინი ძალიან ბევრ რამეს ამბობენ. სამი დღის განმავლობაში ისინი ამბობენ, რომ კითხვები აქვთ ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით. დღეს 5 საათის განმავლობაში ჭონქაძე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა და ერთი შეკითხვითაც არ მიუმართავთ. ასე რომ, ჩვენ დავინახეთ, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ფარსთან, რეალურად რაიმე პრეტენზია რომ ჰქონოდათ წარმოდგენილ გუნდთან, ასეთი ფარსის მოგონება საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ რეალურად პრეტენზია ვერ დააყენეს", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner