logo_geo
eng_logo
გიორგი კაკაურიძე: რა თანხა დაიზოგება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც...
- +

18 ნოემბერი. 2017. 09:53



ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის ჯამური პარამეტრების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. მისივე თქმით, რა თანხა დაიზოგება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონკრეტული მინისტრები დაიწყებენ ახალ სტრუქტურაზე მუშაობას და ჩამოაყალიბებენ ახალ სტრუქტურას, მათ შორის, აპარატებში.

 

„იქნება გარკვეული ცვლილებები, პროექტებს შორის გადანაწილება, ასევე ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც დაგეგმილია მთავრობაში, იქნება ბიუჯეტის ბოლო ვარიანტში ასახული. ჯამური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

 

თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მნიშვნელოვნად დიდი თანხები, ვინაიდან არც ერთი სამინისტროს ფუნქცია, რომელიც აქამდე ჰქონდათ, არ უქმდება. ეს ფუნქციები რჩება, ისევე, როგორც დაცული ტერიტორიები ისევ იარსებებს, სატყეო სააგენტო ისევ იარსებებს და ა.შ. რომელი ფუნქციებიც ჰქონდა ამა თუ იმ სამინისტროს ენერგეტიკის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით თუ ასე შემდეგ, ყველა ეს ფუნქცია შენარჩუნდება", - განაცხადა კაკაურიძემ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner