logo_geo
eng_logo
ზიმბაბვეში 40-წლიანი დიქტატურის დამხობას ითხოვენ
- +

18 ნოემბერი. 2017. 13:11



ზიმბაბვეს მოსახლეობა და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს გადადგომისკენ მოუწოდებს.


ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მუგაბეს 40-წლიანი დიქტატურის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება.


რობერტ მუგაბე აცხადებდა, რომ ქვეყნის სათავეში ცხოვრების ბოლომდე დარჩებოდა. მან რამდენიმე თვის წინ თავის მემკვიდრედ საკუთრი ცოლი დაასახელა, რასაც ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა.


ოთხი დღის წინ გენერლების გადაწყვეტილებით, სამხედროებმა ქალაქში ტანკები გამოიყვანეს. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიმბაბვეში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რაც არ დადასტურდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუგაბე საკუთარ სახლში ჯარისკაცებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი. მსოფლიოს ყველაზე უხუცესი დიქტატორი საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში პირველად გუშინ იხილა.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner