ბრიუსელის პროკურატურამ კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის და რეგიონის მთავრობის ყოფილი წევრების ესპანეთისთვის გადაცემა მოითხოვა.
ბრიუსელის პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, პუჩდემონის და 4 ყოფილი მინისტრის ესპანეთისთვის გადაცემის საქმის განხილვა დასრულდა, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
თუ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტს, პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი ესპანეთს გადასცეს, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება 15 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.