უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორებს მოუწოდებს მათი მოთხოვნები სამართლებრივ ჭრილში გადაიტანონ და უნივერსიტეტტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის შესახებ სასამართლოსთან ერთად იმსჯელონ.
„ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანები მიმართავენ ასეთ უკიდურეს ფორმას. მართლა ადამიანურად განვიცდი, რამეთუ ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შიმშილობა, 30 დღე ვიშიმშილე და ძალიან ცუდია ეს.
არის მოთხოვნა რომ რექტორი გადადგეს უპირობოდ. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, უნდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო. ბატონმა ბრძანა, რომ კანონის დარღვევით არის არჩეულიო, დიალოგს უკვე ალტერნატივა არ აქვს. თუ მართლა კანონის დარღვევით არის არჩეული და არ შეიძლებოდა მესამე ვადით არჩევა, უნდა დასხდნენ და განიხილონ, კანონის ჩარჩოებში.
მოვუწოდებ, რომ შიმშილობა შეწყვიტონ, ეს ორგანიზმისთვის არის დამანგრეველი. ძალიან ცუდი ფორმაა. თუ უსუნი მართლები არიან, ეს ყველაფერი შეიძლება სამართლებრივად გადაწყდეს მაგიდასთან. "- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.