logo_geo
eng_logo
ბათუმის მერია მოსამართლე მერაბ ტურავას ბინას გადასცემს
- +

18 აპრილი. 2016. 22:07


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომელიც დღეს ბათუმის მერიის საკუთრებაშია. ბათუმის მერია თანახმაა ბინა, რომლის ფართობია 125 კვ/მეტრი, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, შემდგომში ამ ბინის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით.


ბათუმის მერიას ბინების გადაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეების მიმართ აქვს, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი არ არის ვალდებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ბინა გადასცეს საკუთრებაში.


ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 25 მარტს მიმართა და „მოთხოვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემა - შემდგომში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარანტიების უზრუნველსაყოფად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით".


ბინის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო მიმდინარე წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილავს.


ქალაქ ბათუმის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მშენებარე ბინა, შემდგომში მერაბ ტურავასთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით", - აღნიშნულია მერიის განმარტებით ბარათში.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner