logo_geo
eng_logo
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსის ნაკრებთან დამარცხდა
- +

18 ნოემბერი. 2017. 21:21



სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნოემბრის მეორე ტესტმატჩი რაგბიში. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესს გუნდთან უელსთან დამარცხდა, ანგარიშით 13:6. ბორჯღალოსნების წაგება მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან მეტოქე ექვსი ერის შემადგენლობაშია და შესაბამისად მსოფლიოს სარაგბო ელიტას წარმოადგენს.


საქართველოს ნაკრებისთვის ეს უელსის ნაკრებთან პირველი შეხვედრა იყო.


საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ბოლო, მესამე ტესტმატჩს საქართველოში გამართავს.


გუნდს 25 ნოემბერს აშშ-ის ნაკრები ესტუმრება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner