logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: NATO-ს ბოდიშს არ აღიარებს
- +

18 ნოემბერი. 2017. 23:09



თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ​ჩრდილო-ატლანიტკური ალიანსის ბოდიშს არ იღებს. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულების პატიება მარტივად შეუძლებელია.

 

„თქვენ ნახეთ NATO-ს მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულება. არსებობს შეცდომები, რომლებსაც არა სულელები არამედ დაბალი დონის ადამიანები უშვებენ", - განაცხადა ერდოღანმა.


გუშინ, თურქეთმა ნორვეგიაში მიმდინარე NATO-ს წვრთნებიდან 40 სამხედრო მოსამსახურე უკან გაიწვია. ამის მიზეზი თურქეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების, რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ქემალ ათათურქის სტენდზე განთავსებული პორტრეტები გახდა, რომელიც ნორვეგიელმა სამხედრომ შეცდომით, სწავლებისთვის განკუთვნილ პოლიგონზე „მტრების" კატეგორიაში განათავსა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner