ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ყველაზე წარუმატებელ ადამიანად მიიჩნევს.
„მატყუარა ჰილარი კლინტონი ყველა დროის ყველაზე წარუმატებელი ადამიანია. ის უბრალოდ ვერ ჩერდება, რაც რესპუბლიკური პარტიისთვის კარგია. ჰილარი, იცხოვრე შენი ცხოვრებით და კიდევ ერთხელ სცადე სამ წელიწადში", - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში".
ამერიკის პრეზიდენტის გაღიზიანება ჰილარი კლინტონის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან თქვა, რომ 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.