იქნება თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნების სიაში სოსო ჯაჭვლიანი?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გადაცემა „პრიორიტეტში" ისაუბრა და 2012 წლამდე არსებული სოციალური ვითარება გაიხსენა:
„გახსოვთ ალბათ 2012 წელს, ორი კვირით ადრე თოთქმის ყველა ტელევიზიამ ჩაატარა გამოკითხვა მიხეილ სააკაშვილის ნაკლის შესახებ და თითქმის ყველა იძახდა, რომ სააკაშვილს ნაკლი არ აქვს.
ზუსტად ერთი წლის თავზე ხალხი გაბლატავდა კარგი გაგებით. აი ეს არის ზუსტად „ქართული ოცნების" პლუსი, რომ ხალხს აზრის გამოთქმის საშუალება მიეცა."- განაცხადა ჯაჭვლიანმა.