ესპანეთის გენერალური პროკურორი ხოსე მანუელ მასა არგენტინაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი Twitter-ზე საკუთარ მიკრობლოგზე წერს.
პრემიერი თავის განცხადებაში მადლობას იხდის სახელმწიფოს წინაშე მისი გაწეული სამსახურისთვის და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
მედიის ცნობით, პროკურორის გარდაცვალების მიზეზი ინფექციური დაავადება გახდა. ის არგენტინაში იბერო-ამერიკული ქვეყნების ასამბლეაში იღებდა მონაწილეობას.
მასა 66 წლის იყო. ის გენერალური პროკურორის პოსტზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა.