logo_geo
eng_logo
თბილისში ღამით ფოიერვერკებმა შესამჩნევად იკლო – ხმაურის შესახებ კანონის ეფექტი
- +

19 ნოემბერი. 2017. 03:37



თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თედო კობახიძე მიიჩნევს, რომ ხმაურის შესახებ ახალი რეგულაციების შემოღებას დადებითი შედეგი მოჰყვა. შესაბამისად დედაქალაქში ღამის საათებში ფოიერვერკებისა და პიროტექნიკის გამოყენებამ შესამჩნევად იკლო.


​როგორც „სითი კვირას" თედო კობახიძემ განუცხადა, დაახლოებით 2 თვეზე მეტია ხმაურის შესახებ კანონი მოქმედებს და მოსახლეობამ დადებითი ეფექტი უკვე მიიღო. ეს აისახება იმაზე რომ ღამის საათებში 23:00 საათის შემდეგ მათ ზღვარგადასული ხმაური მთელ რიგ შემთხვევებში აღარ აწუხებთ. ამასთან დაკავშირებით ბარის მეპატრონეებმა და სხვა დაწესებულებებმა გაატარეს ზომები, რათა მათი ხმაურით მაცხოვრებლები არ შეწუხდნენ.


„თუ კიდევ აქვს ადგილი მსგავს შემთხვევებს, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონიერი უფლება, დარეკონ 112-ში, საპატრულო პოლიცია გამოიძახონ და კანონის დაცვა მოითხოვონ. აღსრულების მექანიზმები დღითიდღე პრაქტიკაში იხვეწება. თბილისის მცხოვრებლები შეამჩნევდნენ, რომ ზუსტად 23:00 საათამდე ხდება პიროტექნიკის გამოყენება", - ამბობს კობახიძე.


მისივე თქმით, ხმაურის შესახებ კანონის მიღებას მთელი რიგი წინააღმდეგობები ახლდა პარლამენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების თუ ბიზნესსექტორის მხრიდან, რომლებიც ამბობდნენ რომ ეს ბიზნესს დააზიანებდა.


კობახიძის თქმით, მეორე მხრივ, სასტუმროების მეპატრონეების მხრიდან ისმოდა არგუმენტები რომ მათი კლიენტები, ხმაურის გამო დაჯავშნილ ნომრებს აუქმებდნენ, რადგან ზღვარგადასული ხმაურით მათ არ ეძლეოდათ ნორმალურ პირობებში დასვენებისა და დაძინების საშუალება.


აღსანიშნავია, რომ ხმაურის შესახებ კანონი 2017 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა. ღამის საათებში ყველანაირი ფოიერვერკი იკრძალება, ხოლო მათთვის, ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, შესაბამისი სანქციები მოქმედებს. ხმაურის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების თანახმად, განგრძობითი ხმაურით შეწუხებულ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, "112"-ში განახორციელოს ზარი, რაზეც რეაგირებას საპატრულო ეკიპაჟი მოახდენს.


ხმაურის დონე არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კონტროლდება. ხმაურის ზღვრული ნორმები 30-დან 55 დეციბალის ფარგლებში მერყეობს, რომელთა გადამეტების შემთხვევაში პირველ ჯერზე ფიზიკური და იურიდიული პირები გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი, ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. კერძოდ, ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება. მესამედ და ერთი წლის განმავლობაში ყოველ მომდევნო ჯერზე დარღვევისთვის, ფიზიკურ პირს 300- ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიულ პირს 1000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერება. შეზღუდვა ეხება როგორც დღის, ისე ღამის საათებს.


ღამის საათებში განისაზღვრება 23:00 საათიდან დილის 8 საათამდე პერიოდში და, შესაბამისად, დილის შვიდიდან საღამოს 11 საათამდე - დღის საათები. საღამოს საათებში, ანუ ღამის თერთმეტიდან დილის 8 საათამდე ყველანაირი ფეიერვერკის გაშვება იკრძალება, გარდა ახალი წლის, 26 მაისის და კანონით განსაზღვრული ან თვითმმართველობის შეთანხმების შემთხვევაში განსაზღვრული დღეებისა. კაფე-ბარების მეპატრონეებს ევალებათ შენობა შესაბამისი ხმის დამხშობი ტექნიკით აღჭურვონ, დაუწიონ მუსიკას და ნაკლები ხმაურის ფონზე იმუშავებენ, რომელიც შემაწუხებელი არ იქნება მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner