logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: კოალიციამ უნდა მოუსმინოს „მრეწველებსაც“ და „რესპუბლიკელებსაც“!
- +

21 თებერვალი. 2016. 04:10



ფრაქცია „მრეწველების" თავჯდომარე ზურაბ ტყემალაძე „ქრონიკის" სტუდიაში „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობს. ტყემალაძის თქმით „ქართულმა ოცნებამ" ორივე მხარეს უნდა მოუსმინოს და დასკვნა გამოიტანოს, ვინ დარჩება კოალიციაში.


„ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.  საკითხის აჟიტირება „რესპუბლიკურმა" პარტიამ მოახდინა, რამდენიმე დღის წინ ბატონმა დავით ბერძენიშვილმა  მოგვიწოდა გოგი თოფაძე პარტიიდან გაგვერიცხა. ჩვენ რას გავაკეთებთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. კოალიციამ „მრეწველებსაც" უნდა მოუსმინოს და „რესპუბლიკელებსაც", უნდა გაიგონ ვის რა პრეტენზიები აქვს და ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები. ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ამას კოალიცია გადაწყვიტავს. თუ „მრეწველები" კოალიციისთვის მისაღები იქნება რა თქმა აუნდა მოხარულები ვიქნებით, მარგამ თუ გარკვეულ ვერდიქტს გამოგვიტანენ, რის სურვილიც ზოგიერთებს აქვთ, ამასაც ძალიან მშვიდად დავემორჩილებით", - განაცხადა ტყემალაძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner