logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: მე არავისთვის მითხოვია, გინდა თუ არა სიაში ჩამსვით თქო!
- +

18 აპრილი. 2016. 22:57


კითხვაზე, იქნება თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნების სიაში სოსო ჯაჭვლიანი უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ 2012 წელს სხვა მოცემულობა იყო.


ჯაჭვლიანის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების" შექმნის მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაერთიანება იყო, ხოლო ახლა სულ სხვა რეალობაა.


როგორი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ სიებმა...

მე არსად მივსულვარ და არავისთვის მითხოვია, რომ გინდა თუ არა სიაში ჩამსვით თქო. მაშინ მოცემულობა იყო სხვანაირი, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ტელევიზიით რამოდენიმე ადამიანის გვარი დაასახელა, ერთი-ერთი მე ვიყავი. თუ ვბრძოლობთ ამ მონსტრის წინააღმდეგ, მაშინ ყველა უნდა გავერთიანდეთ. მაშინ მოცემულობა იყო სხვა. კოალიცია როდესაც შეიქმნა, აბსოლუტურად განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები იყვნენ იქ.

 

ახლა სალაპარაკოდ ადვილია. მაშინ მოქალაქეებთან კონტაქტის აღდგენის მიზნით, მერაბ შათირიშვილს გაუჩნდა აზრი, რომ მოდით ფეხით წავიდეთ გელათიდან- სამებამდე. სხვათაშორის ამ 260 კილომეტრზე, ხალხი ისე იყო დაშინებული, ახლოს არავინ გვეკარებოდა. ასე იყო მაშინ, ვერავინ ხმას ვერ იღებდა."- განაცხადა უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „პრიორიტეტი."  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner