23 ნოემბერს, გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში ჩატარდება.
„ხუთშაბათს არის ეროვნული დღესასწაული - გიორგობა. ქაშუეთში იქნება წირვა-ლოცვა. წირვა-ლოცვა აღევლინება აგრეთვე ყველა სხვა მოქმედ ტაძარშიც", - განაცხადა პატრიარქმა.
როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, გიორგობა დღეს იქნება ასევე საყოველთაო ნათლობაც, რომელზეც 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება.