ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს.
დღეს ზიმბაბვეში მმართველი პარტიის „ზიმბაბვეს ეროვნული კავშირი - პატრიოტული ფრონტის" ცენტრალური კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც 93 წლის რობერტ მუგაბე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენეს.
აღსანიშნავია, რომ პარტიის ახალ ხელმძღვანელად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა დაინიშნა.