საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვინ ყოფილა კაცო, ეს, ბიძინა ივანიშვილი! რატო ჭირთ ფსიხოზი ამ სააკაშვილსა და მის კრიმინალურ ბანდას მასზე! ახლა ვუსმენ, ყოფილს ერთ-ერთ არხზე და მოკლედ უკრაინის პრობლემებიც ბიძინას ბრალი ყოფილა. ვაი, თქვე ბუნების შეცდომებო! თქვე ავანტურისტებო! მთავარი სხვარამეშია სურენჩიკ! იმიტომ გჭირთ ფსიხოზი, რომ ვერ მოგინელებიათ 2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დაგამთავრათ შენ და შენი კრიმინალური ბანდა... გაგიშვათ პოლიტიკურ სანაგვეზე სამუდამოდ", - წერს ოქიტაშვილი.