„კატალონიაში კატასტროფული სიტუაცია შეიქმნა, ხოლო ევროპა არასდროს დადგება ბარსელონას გვერდით მადრიდთან კონფლიქტში",- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა El pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, შექმნილმა პოლიტიკურმა ატმოსფერომ ესპანურ საზოგადოებაში განხეთქილება გამოუწვია.
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 27 ოქტომბერს დაუჭირა.
დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აემოქმედებინა, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს. შესაბამისად, რეგიონის ავტონომიის გაუქმებას.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.