განათლების და მეცნიერების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „იმედის კვირის" შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს განათლების მე-16 მინისტრი 20 წლის განმავლობაში აშშ-ის წამყვან უნივერისტეტებში ასწავლიდა და ის საუკეთესო სწავლებისთვის პენსილვანიის უნივერისტეტის 9 ჯილდოს მფლობელია.
მათემატიკის დოქტორი პოლიტიკურ თანამდებობას პირველად დათანხმდა. იქვე აღნიშნავს, რომ მისი და პრემიერის ხედვები განათლებისა და მეცნიერების საკითხებში სრულ თანხვედრაშია.
„დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებ საქართველოში განათლების და მეცნიერების ხარისხის ამაღლებას"- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
განათლების მინისტრი პირობას დებს, რომ სამინისტრო ყველა მასწავლებელს მაღალი ხარისხის მიღწევაში დაეხმარება.