logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი დერეფანი, ახალი ხედვა...
- +

20 ნოემბერი. 2017. 10:07



მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ ამბობს, საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერასდროს წარმოიდგენდა, „საქართველოს რკინიგზის" შემდეგ, 35 წლის მამუკა ბახტაძემ ახლა ფინანსთა სამინისტრო უნდა მართოს. ბახტაძე მის მიერ რკინიგზის ხელმძღვანელად მუშაობის წლებს აჯამებს და მისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს გამოყოფს. რკინიგზაში მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ბახტაძე „საქართველოს რკინიგზის აბრეშუმის პროექტში ინტეგრირებას" ასახელებს.

 

„ეს არის კონსენსუსი ყველა ეკონომიკურ ექსპერტს შორის, რომ სწორედ ეს პროექტი გახდება ევრაზიის კონტინენტისთვის მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელი ძალა 21-ე საუკუნეში.

 

გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი დერეფანი, ახალი ხედვა, ეს არის სპარსეთის ყურე - შავი ზღვა, ე.წ. south west-დერეფანი, და ვფიქრობ, რომ ამ ახალ დერეფანს გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია დაახლოებით ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის 30% აითვისოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბახტაძე მათ მასშტაბურს და საინტერესოს უწოდებს.

 

„ჩემი მთავარი მიზანია ეკონომიკურ გუნდთან ერთად გავხადოთ საქართველოს ეკონომიკა უფრო პრონგოზირებადი და მდგრადი და დავაყენოთ სწრაფი განვითარების რელსებზე", - განაცხადა ბახტაძემ.


„იმედის კვირის" ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის" ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner