logo_geo
eng_logo
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 11 ფაქტი გამოავლინა
- +

20 ნოემბერი. 2017. 11:03



შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი გამოავლინეს.

 

„სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი ავტომანქანები კი დალუქეს.

 

ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.

 

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner